ხვალ მივდივარ ალაზანზე რახანია ვაპირებდი,
უნდა ვნახო ალაზანი მისი ტურფა ნაპირები.
მის-2 მომენატრა მისი ჭალა მადლიანი სანაპირო
შორს წასვლა არ დაგჩირდება იქვე ნახავ სანადიროს
ფეხს გადადგამ იქ ხოხობი ალისფერი აფრინდება
რა კარგია აფრენაზე როცა თოფი გავარდება
მის-2 დედალი რომ აფრინდება გაიყოლებს უკან მამლებს
მამალი კი წითელ ბოლოს ცისარტყელად გადააქცევს
სოლო
წყალს გაღმა რომ აფრენილა არც ის დამიშორებია
თოფის სროლა და ფრინველი ზეცას მომიშორებია.
მის-2 თავზე ბინდი მომფენია ისევ დილა მგონებია,
მონადირე ამხანაგი ჯერ არ დამიოღონებია.
საღამოთი ვერხვის ფოთლებს გვრიტნიც კი აჰყვებიან
რა ლამაზი ფრინველია ყველა თანატოლებია.
მის-2 წყალში თევზი,იხვი,ბატი და ფრთამალი გნოლებია,
ტურფა ველი ალაზნისა ტკბილად მოსაგონებია