რაჭა-მონატრება.
ერთხელ კიდევ მაგრძნობინე შენი მიწის ძალაო
კიდევ ერხელ მათელინე ეგ რიონის ჭალაო
იქნებ წვიმად მომიყვანო ანდა ცაცხვად მახარო
არ მოკვდები კიდევ ერთხელ გნახავო
მის:
მაოცნებე მალოცვინე შენი ბილიკები მაკოცნინე
ნისლებად მადინე
დამათვრე და გამაცინე ბავშვობის ჭიშკრამდე გამაცილე
მამღერე მატირე
უნდა ვიგრძნო თონის პირას როგორ იცდის ტაბლაო
ხმები როგორ იწევს მაღლა ჯიხვის რქები დაბლაო
ჭურმა როგორ იხვანჭკარა ასკმა იკალმახაო
არ მოვკვდები კიდევ ერთხელ გნახავო
მის:
ტკბილად მეტყვი წუთისოფელს ემდურები რავაო
შარეულას ტალღებივით ჩქარეულა გავაო
ვიდრე სული არხეინობს სანამ გული გლახაობს
არ მოკვდები კიდევ ერთხელ გნახავო
მის:
ბედმა შენთან გამაჩინა შენი ისრით დამჭრაო
სიყვარულო ჩემო - ჩემო რაჭაო