იყო და არა იყო რა, იყო ჩიტი ჩიორა
ფრთამალი ნაცარა, მგალობელი პატარა
ალიონზე როცა გალობდა, ყურს უგდებდნენ ბაღში ჩიტები
ღმერთმა მისცა და უწყალობა, პაწაწინა ფრთები
ჩიორა ჩიტო უარს ნუ მეტყვი, ოოო უარს ნუ მეტყვი
გულს რომ იჯერებ ზეცაში ფრენით, ოო ზეცაში ფრენით
მე სხვას არაფერს არ გეხვეწები, ოო არ გეხვეწები
მაჩუქე შენი პატარა ფრთები, ოო პატარა ფრთები
მეც მინდა, ვიყო ჩიორა, მინდა ცაში აფრენა
ნეტავი, შემეძლოს, ჩემი ნატვრის ახდენა
ალიონზე ავფრინდებოდი, ზეცას ფრთებით გავანათებდი
ჩემი სტვენით ჩემი გალობით, მთელ ქვეყანას გავახარებდი
ჩიორა ჩიტო უარს ნუ მეტყვი, ოო უარს ნუ მეტყვი
გულს რომ იჯერებ ზეცაში ფრენით, ოო ზეცაში ფრენით
მე სხვას არაფერს არ გეხვეწები, ოო არ გეხვეწები
მაჩუქე შენი პატარა ფრთები, ოო პატარა ფრთები
მინდვრად ნუ მოსწყვეტ ბაღში ყვავილებს
პეპლებს ნუ დასდევ ნუ დასდევ ბადით
ტკბილი გალობით ყველა დაატკბე
დაჰგმე პატარა ამ ქვეყნად მადლი
ჩიორა ; ; ; ; ; ; ; ; ; ; ; ; ; ; ;