ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა ქალიშვილი დადის,
ქალია თუ ბედისწერა, თუ სიზმარი ცხადი.
ო არ მინდა ნატვრით მოღლილს, ნატვრა ამის გარდა
შორს გვფარავდეს ლერწმის ქოხის საოცნებო კალთა
2 --- თეთრ გვირილებს ვკრეფდე ველად სიყვარულით მთვრალი,
მიბერავდეს მისი ქერა დალალების ქარი.
და რომ წლები გადის მალე დავბერდები უკვე
და მის თმებში მზე კი არა მთვარე გააშუქებს.
ო არ მინდა ნატვრით მოღლილს, ნატვრა ამის გარდა.
შორს გვფარავდეს ლერწმის ქოხის საოცნებო კალთა
2 --- თეთრ გვირილებს ვკრეფდე ველად სიყვარულით მთვრალი,
მიბერავდეს მისი ქერა დალალების ქარი.
4 --- თეთრ გვირილებს ვკრეფდე ველად სიყვარულით მთვრალი,
მიბერავდეს მისი ქერა დალალების ქარი