ყველასათვის ლეგენდავ და არაკო,გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო.
რადგან ბედად აქ გაჩენა გვეღირსა,შენი მკვიდრნი ყველა კარგი ფეხის ვართ.
არ მოგაკლებ სალაღობო გალობას,დაგილოცავ უჭკნობ ქართველ-ქალობას
როცა წავალთ ვინ გვიან და ვინ ადრე,საფლავადაც მე შენს მიწას ვინატრებ
ჰარი-ჰარალალე, ჰარი-ჰარალე,
ხოხბისა და მონადირის ტკბილო არაკო,
სატახტო და საგვირგვინო წმინდა ალაგო,
საქართველოს გულის ფეთქვავ თბილის-ქალაქო.
დაღლილო და ნაომარო დედაო, ერთ კადნიერ სიტყვას შემოგბედავო.
უცხო თვალით მინდა შენი დანახვა,რომ გავიგო მართლა ამისთანა ხარ.
თუ სიბრმავით მხოლოდ მე მეჩვენება,ენი ზეცის სილურჯე და მშვენება.
ყველასათვის ლეგენდავ და არაკო,გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო.
ჰარი ჰარი------სოლო-------ჰარი ჰარალალო