მოდი პირამდე 289
მოდი პირამდე ავავსოთ თასი
ზღვასავით დადგეს ტკბილი ზედაშე
უღვინოდ კოცნას არ აქვს ფასი
დიდი ხანია ვიცით მე და შენ
და თუ არ გინდა სიცოცხლის ბოლოს
შენ სინანულით დახუჭო თვალი
ორი ხატება იწამე მხოლოდ
ქალი და ღვინო ღვინო და ქალი
თითოც დავლიოთ არ არის გვიან
დე ჩემზე იყოს ამ სუფრის ვალი
ვით სიკვდილისა არ მეშინია
როცა ვარ მთვრალი როცა ვარ მთვრალი