როცა მტკვარზე
როცა მტკვარზე აენთება ჩირაღდანი
ყარაჩოღლის ლექსი როცა გამათბობს
ალავერდი შენთან მოვალ გადღეგრძელებ,
გადღეგრძელებ ჩემო დედაქალაქო.
მინდა შენ ერთს გაგიმხილო საიდუმლო,
ახლა შენ ერთს მინდა გელაპარაკო.
მომისმინე ისე, როგორც დედისერთას,
მომისმინე ჩემო დედაქალაქო.
მის: ქუჩა ქუჩა ქარი პენტავს ალუბლებს,
სულში ისევ ჟრუანტელი მივლის,
დამიძახებს ჩემი მეფაიტონე
სიმღერებით შემოვივლი თბილისს.
მე თბილისის სიყვარულში დავიფერფლე,
და თბილისის გრძნობას გულში ვიტევდი
დარდი გამყვა თბილისელი გოგონების
დარდით დაჭკნა ნაჩუქარი ტიტები.
თბილისური სიმღერებით ვიგალობებ,
მასთან ერთად მთაწმინდაზე ვმაღლდები.
როცა მცხეთას მივაშურებ პაემანზე,
შემეგებეთ ორთაჭალის ვარდებით
Mმის;