თბილისელ კაცს თბილისურად მიყვარს შენი უბნები
სხვას არ ვეტყვი მიყვარხარო მარტო შენ გეუბნები
გოგოლელის ქუჩელი ვარ მტკვარზე ფეხით გავდივარ
გაუქმებულ აივნების სიმღერა და დარდი ვარ.
მოვკვდე როცა გაგცვალო ჩავქრე როგორც სანთელი
ყველა შენ გენაცვალოს ერთგული ყმის სახელით
მის> ყველა მთაწმინდელი და ყველა სოლოლაკელი
დიღმელი და წყნეთელი ვერელი და ვაკელი.
მის: ერთადერთო ჩემო ღმერთო ჩემო თბილისო
ერთადერთო ჩემო ღმერთო თბილის ქალაქო.
სიზმრად ვნახე ძველი რიყე ჩუქურთმოვან მტევნებით
ძველი ავლაბრელები და ძველი ხარფუხელები
სიჭაბუკე მიბრუნდება ლახტის წრეში ვიჭრები
სად არიან შენი ყოჩი ქამრიანი ბიჭები.
მის-1- -------------------
მის: -- -------------------