ტოროლა
დილით რად გიყვარს ტოროლავ სტვენა,
ვის ეგებები ნეტავი?!
მასწავლე შენი ლამაზი ენა,
რადა ხარ გაუბედავი?
მისამღერი:
ჰერი,ჰერი,ჰერი,ჰერი
შენი ეშხით მეცა ვმღერი,
მეცა ვმღერი ასე მალი-მალ,
ლექსი თითო ოროლაო,
მეც მასწავლე ტოროლაო,
მეც შენსავით კენტად დავდივარ.
შენი სიმღერა გაჰყვება მაშინ
ფრთამალი ქარის ქროლასა.
მზეო ამოდი,ამოდი მზეო,
ნუ ეფარები გორასა.
მისამღერი:
ჰერი,ჰერი,ჰერი,ჰერი
შენი ეშხით მეცა ვმღერი,
მეცა ვმღერი ასე მალი-მალ,
ლექსი თითო ოროლაო,
მეც მასწავლე ტოროლაო,
მეც შენსავით კენტად დავდივარ.
ტოროლავ,კენტად ჯობია ფრენა,
სახლში ჯაბანის ყოლასა,
მზეო ამოდი,ამოდი,მზეო,
ნუ ეფარები გორასა.
მისამღერი:
ჰერი,ჰერი,ჰერი,ჰერი
შენი ეშხით მეცა ვმღერი,
მეცა ვმღერი ასე მალი-მალ,
ლექსი თითო ოროლაო,
ვივით მე და ტოროლამო,
და სიმღერით ერთად დავდივართ!