მე შენ მიყვარხარ საქართველო დაუსრულებლად
და ჩემი გული უსასრულოდ გადაღლილია
საგურამოსაც ვეწვეოდი აუცილებლად
კაკლის ჩეროში რომ მელოდეს დიდი ილია
მის
მე შენ მიყვარხარ საქართველო უკიდეგანო
ჩემო მამულო არავისთვის არ მემეტები
წუხელ ვიხილე რომ მიქროდნენ წიწამურისკენ
თეთრი ვარდები დაპენტილი თეთრი ეტლებით
მე შენ მიყვარხარ საქართველო მე შენ მიყვარხარ
დაჭრილ სხეულზე გეხუტები და გეფერები
ამ ქვეყანაზე ჯერ არასდროს არსად მინახავს
სისხლის წვეთები ო ასეთი ძოწის ფერებით
მის
ჩემო სამშობლო მიყვარხარ დაუსრულებლად
და შენი გზები უფლის მადლით დალოცვილია
უკვდავებაა უკვდავებაა შენი სახელი
ზეციდან ჩუმად ჩამჩურჩულებს დიდი ილია
სოლო
უკვდავებაა უკვდავებაა შენი სახელი
ზეციდან ჩუმად ჩამჩურჩულებს დიდი ილია
უკვდავებაა უკვდავებაა შენი სახელი
ზეციდან ჩუმად ჩამჩურჩულებს დიდი ილი