მოვა მაისი
მოვა მაისი, მოვა შენი ატმის ლოყებით
მოიტანს შენს ფერს ყვავილებს და შენს სურნელებას
მოვა მაისი შენ კი აღარ დამელოდები
და მე არ ვიცი რა მეშველება
შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია
შენი ქება ზღაპრად გამიგონია
ვერც გაზაფხული ვერ მიშველის, ვეღარ გამომცვლის
უშენოდ ჩემთვის მაისიც კი ვერ იმაისებს
და ვარდობისთვეს ლხინის ნაცვლად ამ გულს გამოცლის
შენზე უძირო სევდით ამივსებს
შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია
შენი ქება ზღაპრად გამიგონია