თამბაქოს კვამლში გახვეულა ბარი
სევდით დაღლილი წამი მისდევს წამს
მევიოლინე აატირებს სიმებს
მე ვზივარ ჩუმად და კონიაკს ვსვამ
ვიგონებ წარსულს როცა მქონდა ფული
ღვინო დუდუკი ქალი მანქანა
და მეგობრებიც მე მეგობრად მთვლიდნენ
ეს ყველაფერი სიზმარივით გამქრალა
რადგან ცხოვრება ასე რთულია
ბედის ბორბალიც ბრუნავს ტრიალებს
ჩემი დრო იყო კიდევ დადგება
და ჩემთვის კიდევ გამოიდარებს
მევიოლინე დაიტირებს სატრფოს
უკანასკნელი აკორდიც ქრება
დარდით დამთვრალი ბარში ვრჩები მარტო
ბარი სიჩუმის ნისლში ეხვევა
ეხ მარტოობავ რა ძნელია ფიქრი
ნუთუ განგებამ ასე დამსაჯა
მე მჯერა მოვა მობრუნდება ბედი
ჩემი ოცნება მაინც ახდება
მისამღერი--სოლო--მისამღერი--2-ჯერ