,მონატრება"
სული თითქოს სანთელი სადღაც ჩუმად ანათებს,
მონატრებას მისტირის , გიგონებს შენ,
მერე გამოანათებს, გამოჩნდები ნისლებში ციდან,
სადა ხარ ნეტავი სად, ის ოცნებები გველიან,გველიან კვლავ.
ჩვენი ზღაპარ ქალაქი მოწყენილა ძალიან,
დარდნაფერი ფოთლები ჩვენ იქ გველიან,
ახლა ჩვენს ბილიკებზე შემოდგომა სეირნობს კარგო,
წარსულზე ფიქრები მკლავს, ნეტავ ვიცოდე, გეძებო, გეძებო სად.
იასამნის ყვავილი შენი თვალების ფერია
შენ გიმღერი ძვირფასო, ლამაზო,
სიყვარულის ტკივილზე მოგონებები მღერიან,
გული ვეღარ ივიწყებს ფიქრებს, ფიქრებს.
ჩვენ რომ ერთად აღარ ვართ,ირგვლივ თითქოს ბინდია,
ცისკრის ვარსკვლავი შენი სანთლად მინთია,
მერე გამოანათებს, გამოჩნდები ნისლებში ციდან,
სადა ხარ ნეტავი სად, ის ოცნებები გველიან,გველიან კვლავ.