წვიმს
წვიმა ეყრება სახეს ჭორფლივით,
ცრის და არ აცლის ღაწვებს გაშრობას,
ოდესღაც მწვანე და შეფოთლილი,
იგონებს ბაღი თავის ბავშვობას.
წვიმს, ავდარია ავი, შესცივებიათ ბაღებს,
მო, შეაფარე თავი, ჩემი წარბების თაღებს,
შენი სახლი ვარ ვითომ, ამომიდექი მხარში,
ჩემო ბეღურა ჩიტო, ჩემთან გათბი და გაშრი.
ადგება მტვერი და მერე წვიმა,
ცელით მოივლის დახრილ ხეივნებს,
გამოაღვიძებს ხეხილებს მძინარს,
დაყვითელ ფოთლებს დააყრევინებს.
წვიმს, ავდარია ავი, შესცივებიათ ბაღებს,
მო, შეაფარე თავი, ჩემი წარბების თაღებს,
შენი სახლი ვარ ვითომ, ამომიდექი მხარში,
ჩემო ბეღურა ჩიტო, ჩემთან გათბი და გაშრი.