ყვავი რომ ვარ შავი რომ ვარ
თქვენ გონიათ არ მაქვს გული
მეც მჭირდება თბილი სიტყვა
მეც მჭირდება სიყვარული
მე არავის ვეცოდები
ჩემთვის ვარდიც არა ჰყვავის
ვინ რა იცის რა ძნელია
ბედი ყავის
ბედი ყვავის
ბედი ყვავის…
მელამ ყველი რომ წამართვა
რად დახუჭეთ ყველამ თვალი
ყველა ცდილობს საბრალო ყვავს
გააგდებინოს კაკალი
მე კი ვიცი რა გშურთ ჩემი
რა ბოღმა გკლავთ და რა დარდი
გენანებათ რატო ვცოცხლობ
მე სამასი წელიწადი
მეც ვიყავი ერთ დროს თეთრი
მორალურად ისე სუფთა
ჩემი შრომით პურსა ვჭამდი
განა მუქთად განა მუქთად
მაინც ყველა იძახოდა
ყვავი მყრალი
ყვავი მყრალი
ხოდა მე თუ გავბოროტდი
ხოდა მე თუ გავბოროტდი
არის საზოგადოების ბრალი..