ლოდინის გზაზე სანთელივით სული მელევა,
ვაი რა ბაგე მომიქსოვეს შენმა ხელებმა,
ყვითელი ზაფრით, რომ ამოწვი თვალის ბაია,
ჩემი ნანინა გირჩევნოდეს სხვების ბაიათს.
აჰა ეს გული,შენზე დარდით ღამის მთევარი
ფეხი დაადგი და გაწურე როგორც მტევანი
შემოაცალე ჩემს სულს ქერქი, დამაშვრე სულაც
წამაქციე და დამაქციე ისე ვით სურა.
სოლო
ყვითელი ზაფრით, რომ ამოწვი თვალის ბაია,
ჩემი ნანინა გირჩევნოდეს სხვების ბაიათს.