ზამთარია, სიცივეა
1.ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა მიდის
მეშინია სიცივისა, ზამთარში რომ იცის.
შარშან უფრო საშინელი ცივი ქარი ქროდა,
მაგრამ შარშან ჩემთან იყავ, სულ არ მეშინოდა.
ნუთუ მართლა შეგეშინდა ზამთრის სიცივისა,
მაშინ რატომ მიმატოვე, ვის მივმართო ვისა,
ვინ გამითბო, ვინ გამილღო, გაყინული გული
ან მე რად მაქვს ჩემო კარგო, ასე თბილი გული.
გაზაფხულდა დამიბრუნდი, დამიბრუნე გული,
გაზაფხულზე დამიბრუნე, ძველი სიყვარული