ჩემი სოფელი .
მე შენ შეგნატრი ჩემო სოფელო,
მე შენი ნახვა ძლიერ მწყურია ,
ყველას უყვარხარ ვინც კი შენ გიცნობს,
შინაური თუ გარეულია ,
შენი ლამაზი მთების ჭირიმე ,
შემოგხვევია როგორც მშობელი ,
( 2 ) ასე ლამაზი და ბედნიერი ,
( 2 ) არსად მინახავს მე სხვა სოფელი
სოლო.
აქ დავიბადე აქვე მოვკვდები ,
აქ არი ჩემი წინაპართ კერა ,.
თუნდაც ეხლავე ამომძვრეს სული
მაინც უნდა ვთქვა შენზე სიმღერა ,
შემოვევლები მე შენს ბუნებას ,
და ქვეყნად დავდე ფიცი მიწისო,
( 2 ) მე ჩემს სოფელში დავიმარხები,
( 2 ) ჩიტმაც ხომ თავის ბუდე იცისო