”moxeuri balada”
ლექსი მზია გელაშვილის
ცაზე ღრუბლები იფანტება მყინვარზე ნათდება,
მთების შემყურეს სხვა რაი მსურს სიმღერა მინდება,
ღიღინ-ღიღინით მივუყვები თავქვე მიმავალ გზებს,
ამ სილამაზის შემხედვარეს რაი მომაწყენს მე.
ჯიხვი ქარაფზე გადმომდგარა ქორი აშურებს ცას,
ბატკან ხელთა ჰყავ მეცხვარეს და უმღერს იავნანას,
ქალსა წყაროს პირს ჩამოსულსა საკინძე შეხსნია
ვაჟაუს მისსა შემხედვარეს ალმური მოსდებია.
* * *
მისამღერი: ჰეი, შრიალა ტყეებო ჰეი, გეფერები,
მთას მყვირალა ირემო ო, როგორ შვენი.
ჩემი სიმღერა მიწვდება ცას გული გაჰყვება თან,
ღმეთო მიცოცხლე მამული და შემოვევლები თავს,
* * *
ცაზე ღრუბლები იფანტება მყინვარზე ნათდება,
მთების შემყურეს სხვა რაი მსურს სიმღერა მინდება,
მწვანე ჯეჯილმა იბიბინოს ცხვარი კვალავდეს გზას,
ამ სილამაზის შემხედვარე სხვა რა გიმღერო რა.
* * *
ჰეი, შენ სალო კლდეებო ჰეი, გეფერები
მთას მყვირალა ირემო ოჰ, როგორ შვენი.