გამარჯობა აფხაზეთო.
გამარჯობა აფხაზეთო შენი
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია,
მომენატრა მზე სინათლის მფენი
მომენატრა ზღვა რომელიც ვრცელია,
მომაგებე შენ იგივე პალმა
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა,
დაგიწერა ჩუმად ლექსი ჩემი
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა
შენი ძველი მეგობარი მიცან,
მის ---- >2 ორუდილა ოუ დელა დილა ოდელა
Hეიდა ორუდილავ და
გამარჯობა აფხაზეთო შენი
შავო ზღვაო თეთრო სანატორია,
მომენატრა შენებური ეშხი
შენს ტალღებზე მოფარფატე თოლია,
ბნელ ღამეებს ნათელი დღე შეცვლის
დამთავრდება ჭირვეული დუმილი,
ერთი ცა გვაქვს ერთი მზე და ერთი ზღვა
გული ფეთქავს შენთან ყოფნის სურვილით.
მის --- >2 ორუდილა ოუ დელა დილა ოდელა
Hეიდა ორუდილავ და
შენ შენ ისეთი ფაქიზი ხარ პატარა
ხელის გულზე დამეტევი მგონია,
დრო ყველაფრის მკურნალია იცოდე
და შენამდე არც თუ ისე შორია
დრო ყველაფრის მკურნალია იცოდე
და შენამდე არც თუ ისე შორია
მის --- >4 ორუდილა ოუ დელა დილა ოდელა
Hეიდა ორუდილავ და
ჰეიდა ვაიდილა