მასტერი დარჩი რა минус

00:00 / 04:57
Loading
Скачать
0
2835
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Свойства файла: 6,7 Мб 192 кбит/с
Загружено: ტეხაშვილი გიორგი @ 22.02.18
Текст песни «დარჩი რა»
  
თვითონ მოხვედი ჩემამდე გახსოვს?!..
ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ბედია...
მე არ მიყვარხარ, 
რადგან რასაც ვგრძნობ
ეს სიყვარულზე ბევრად მეტია!..
მზემ გაგიტაცა
თავისთან დაგმალა სხვენში
მე ვიცი, რომ გიყვარვარ...
მაგრამ არ ვიცი რა მოგწონს ჩემში
ნუ ხარ პატარა ბავშვი
გამიცივდები ნუ დგახარ ქარში
რას ფიქრობ ამდენს,
რადგან მოხვედი, ნუ წახვალ,
ბოლომდე დარჩი...
მე გაგიცანი მარტში 
და მარტის ფერია ფიქრები,
ამ ცხოვრებაში თუ არ გამიკარე,
შემდეგ ცხოვრებაში 
მაინც ჩემი იქნები
***
დრომ,
იქნებ უჩემოდ რამდენჯერ გატირა...
შენთან მოსასვლელი გემი,
შენმა უმანკო ცრემლებმა ჩაძირა...
მზემ, 
შენი თვალის ფერი ვერ დაჩრდილა...
დღეს თუ დამესიზმრები,
გეტყვი ნუ წახვალ...
ცოტა ხანს დარჩი რა...
***
აქაც ხომ გქონდა შენ მყუდრო ბინა
თან უფრო გიყვარს აქ ალიონი,
მაინც გაფრინდი და მომიქსიე
სევდის ჯარი და ბატალიონი...
სულ მეფიქრება ნუთუ თბილისი
ვერ გაჩუქებდა უკეთეს წვიმას
შენ თავს დამიქნევ, მაგრამ ეს რას ცვლის
მაინც შექსპირის ქალაქში გძინავს!..
თუ ხარ საყდარი სადაც გალობენ
და სადაც ზარებს რეკენ, რეკენ ბევრს!..
მაშინ იყავი მუდამ ზაფხული და
აღარასდროს ჰგავდე დეკემბერს!..
მე ჩემი გრძნობები დავხატე ფანქრით,
და შენ მოგანდე არჩევა ფერის...
მე ვერ დაგიწერ იმაზე კარგ ლექსს,
ვიდრე მიუძღვნეს გათხოვილ მერის!..
აბა მე რას ვწერ უბრალოდ ვჯღაბნი... 
და ეს რითმები, როგორც ნოტები
გართხმულან ჩუმად ჩემი კალმის ქვეშ,
არ სიამოვნებთ მუქი ტონები...
არც ამ მუსიკას უნდოდა ასე...
გულს, რომ უჩუყებს 
ხნიერს და მოზარდს,
მაშ რა ეგონათ თითებს, რომ აჰყვნენ 
ნუთუ ფიქრობდნენ ვუკრავდი მოცარტს?!..
არასდროს დამპირდე არასდროს არაფერს!
არასდროს მითხრა, რომ სულ აქ იქნები...
არ თქვა, რომ გიყვარვარ შენ მეტად ვიდრე...
ბიბლიოთეკას უყვარს წიგნები...
იმაზე მეტად მაინც არ გიყვარვარ, ვიდრე მე მიყვარს შენი ნათქვამი მიყვარხარ!..
***
დრომ, 
იქნებ უჩემოდ რამდენჯერ გატირა...
შენთან მოსასვლელი გემი,
შენმა უმანკო ცრემლებმა ჩაძირა...
მზემ, 
შენი თვალის ფერი ვერ დაჩრდილა...
დღეს თუ დამესიზმრები,
გეტყვი ნუ წახვალ...
ცოტა ხანს დარჩი რა...