თვითონ არ ვიცი ასე რად ხდება
სადაც კი ვნახავ ლამაზ მთა-გორებს
სადაც ლამაზი მთა-ბარი მხვდება
ჩემს ლამაზ ქალაქს რატომ მაგონებს
და მე არმინდა სხვა ნეტარება
თუნდ დავიაროთ მთელი სამყარო
ალბათ ვერ ვპოვებ სხვა შედარებას
მხარე ლამაზი რომ შევადარო
მისი ხატება როგორც ლამპარი
მინათებს გზას და თან დავატარებ
თუ სადმე მხვდება ტურფა მთა-ბარი
ჩემი სამშობლოს მთა-ბარს ვადარებ