ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმოფანტულს მინდორ-ველად!
..პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან “საპოვნელა”-ს
მოვწყვიტე და მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,
..გენაცვალე! სხვა საუნჯე მე რად მინდა,
რადგან ჩემო შენი გული მაპოვნინა!