teksti : tornike tatishvili
მოემზადეთ გაიშლება სუფრა
და მწვადებიც აშიშხინდება
დღეს ქეიფი მოინდომა გულმა
და დოქებიც გადაივსება
თან შევავსოთ ყველამ ფიალები
დროა ავირჩიოთ თამადა
დაიწყება სადღეგრძელოები
და დარდს ისევ ღვინოს გავატანთ
2x გულმა მოინდომა გულმა
ერთად ვართ ისევ მეგობრები
გულმა მოინდომა გულმა
და შეგვყარა ერთად ლოთები
მეგობარო მომაწოდე ყანწი
მინდა ძმაკაცობისა რომ ვთქვა
მერიქიფეს დღეს გასძვრება ქანცი
ბოლომდე ვცლით თამადამ თქვა
გაუმარჯოს ტრადიციებს ქართულს
მოვიგონოთ ჩვენ წინაპრები
ერთიცა ვთქვათ გაჩერება არ მსურს
როგორც გუშინ დღესაც დავთვრები