წყარო ჩქეფდა,წყაროსთან ვერ მივედი,
დამშრალიყო ერთადერთი იმედი,
ვარდი თრთოდა,ეკალბარდში ვიარე,
დარდი ჩემი ვერვის გავუზიარე
მე უშენოდ ეს ცხოვრება რად მინდა?
უშენობით რაა ბედნიერება...
სიყვარულო,გევედრები გახსოვდე,
არ დამტოვო მარტო აღარასოდეს...
მე უშენოდ მარტო არსად არ წავალ,
მეყო რაც ,რომ სიყვარულმა მაწვალა
გაზაფხული ბროწეულად ბრიალებს,
სიყვარულო,ჩემთან ერთად იარე...