ნეტავ ერთხელ ვერცხლის ფრთები შემესხას
ყვარლის მთები უცებ შემოვიფრინო
გადავხედო ჩემს გულიან ყვარლელებს
მეც იმათი სითბო გავიზიარო
სადაც ასე გაფურჩქნულა სამშობლო
სადაც წინათ ლექსებს წერდა ილია
მარჯანიშვილს ახარებდა დურუჯი
და ყვარელში ილიას ქოხში ლხინია
ვინახულოთ დურუჯიდან ბურსამდე
ილიას და კოტეს ნაამაგარი
და ყვარელის თამადობით მეც მინდა
ვადღერგძელო ქართლის მეფე თამარი
სოლო მოდულაცია
მაშ შევავსოთ ძმებო ჩვენი სასმისი
და ისმოდეს ტკბილ მუსიკის ხმაური
გავიხსენოთ ჭავჭავაძე ილია
და გადავკრათ ყვარლის ქინძმარაული