სხვისი წყალობა ღმერთმა გვაშოროს
ყველას დაღუპავს ბოლოს სიხარბე
ვიღაცა ცდილობს ჩემი სამშობლო
მას როგორც უნდა ისე გვიყვარდეს
----------------------------------------
ცა უნაპირო და მე წამლული
ზღვა მოკაშკაშე მზიურ კოცონზე
ვიგაცას უნდა ჩემი მამული
მას როგორც აწყობს ისე მომწონდეს
------------------------------------------
რა ძალაც ქონდეს ღიმილს შემპარავს
მზე კვლავ ამოვა ლურჯი მთებიდან
და მეყვარება ჩემი ქვეყანა
როგორც ჩემს გულს და როგორც მე მინდა