ღამის სიჩუმე ალბათ
ჩემს ნატვრას ინახავს
ამ ვარსკვლავების ფარდა
სიზმარში მინახავს
წავალ გავყვები სადღაც
ბავშვობის ნაკვალებს
მე ხომ სიყვარულის ზღაპარს
ოცნებით ვატარებ
მის: მიფრინავს დრო სადღაც ბავშვობა მიჰყვება
მიდიან შორს წლები ქცეული სიზმრებად
მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის ხმა
სიყვარულს გთხოვ და გამინათე გზა
საით მიდიან ნეტავ ბავშვობის დღეები
თან მიჰყვებიან ვხედავ ლამაზი ფერები
წავლენ ზღაპრებთან ერთად და სად გეძებო სად
მე მაინც ოცნებას ვბედავ სიმღერის მესმის ხმა
მის: -----------------------------------------
გაჰყვება ბავშვობას თან ლამაზი სიზმარი
ოცნების ქვეყანა სად სად არის მითხარი
მის: 2 ---------------------------------