ჩემი გულის ცალს ვეძებდი დაეძებდი თითქოს შენცვე
თურმე ერთურთს ველოდით
ვით ბულბული ტურფა ვარდსა, ბაღში შევხვდით ჩვენ ერთმანეთს
ერთად დიდხანს ვმღეროდით
მაცდურ ძალამ გაგიტყუა მის მახეში რად გაები
ხედავ? ხედავ რა მოხდა?!
ზიხარ ოქროს გალიაში, ჩაგიკეტეს კარები
ხედავ?! ხედავ რა მოხდა
ეს ჩვენი სიყვარული ოქრო-ვერცხლში გაცვალე-გაცვალე
ნუ სტირი, ნუღარ სტირი შენს თავს ნუ აწვალებ
დღენი შენი მითხარ რად გაიმწარე
გულს მითუთქავს ცრემლი შენი, ტანჯვა არის ბედი ჩვენი
ნუღარ სტირი ცრემლს ნუღარ ღვრი. ხედავ? ხედავ რა მოხდა?!
მის----ეს
ჩემი გულის ცალს ვეძებდი, დაეძებდი თითქოს შენცვე
ხედავ? ხედავ რა მოხდა?
სიხარული სიზმარივით დაიკარგა სადღაც ჩაქრა
ხედავ? ხედავ რა მოხდა?!
მაგ თვალებში შუქი ჩაქრა, ნაღველი და სევდა ჩადგა
ხედავ? ხედავ რა მოხდა?!
შენ გგონია ბედს ეწიე, თურმე ხელი ჰკარი შენს ბედს
ხედავ? ხედავ რა მოხდა?!