მე უშენობის მწარე სევდას, გულში ვინახავ.
შენთვის უცნობი ერთგულობის, ვრჩები ბოლომდე.
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში, მე შენ მიყვარხარ.
უფლება არ გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე
გამინაწყენდნენ მე ფურცლები, ლექსებ უხლები.
მხოლოდ ლექსებში, და ფიქრებში როგორ გეძიო.
შენი თითები, შენი თმები, შენი მუხლები.
უნდა სიცოცხლე სამოთხეში, შემაძლებინო.
ტუჩ გახლეჩილი, გიღიმიან, ბროწეულები.
ეს მერამდენედ სევდის ბაღში, ღამეს ვათენებ.
და ვარსკვლავები შენს თვალებში, მომწყვდეულები.
გვანან პატარა მოციმციმე, ციცინათელებს.
გულმა ფიქრები შავ ღრუბლებში, ჩუმათ აზიდა.
და ფრთხილად ვზომა გადმოსადგმელ შენსკენ ნაბიჯებს.
და, წვიმს ქუჩაში, ისე ნაზად ისე ფაქიზად.
რომ შეიძლება, მონატრებით კაცი გაგიჟდეს.
ვინ გამოუშვა, გარეთ წვიმა ასე ტიტველა.
ხომ შეიძლება გაცივდეს და ვეღარ უშველო.
დასტოვოს სევდამ, სულ პატარა პაწაწკინტელა.
მერე თავსხმებმა, ჩამიარონ გვერდით უშენოდ.
შენზე ოცნებას, შევინახავ როგორც დიდ მარხვას.
ხვალ ცისარტყელა ჩემს სიმართლეს, დაე მოწმობდეს.
რომ, ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე, შენ მიყვარხარ.
რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე.
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ.
რა უფლება გაქვს, ოდნავ მაინც, რომ არ, მოგწონდე.