სძინავს ქალაქს მთვარის შუქით განათებულს დასძინებია
მტკვარი დუდუნს მალავს, მტკვარსაც გულისსწორი დასიზმრებია.
მიდის, მოდის, ანცობს ჩუმად თბილისური ღამის ნიავი,
კაცი კაცს ხელს ართმევს, აბა, ძმაო, კარგად იყავი.
თბილისი ეჰ, თბილისური ამქარი, თბილისი ოჰ, სიყვარულის ზღაპარი,
თბილისი ამ სიმღერას რომ აჰყვება, თბილისი ხომ არასოდეს გაქრება.
ახალს ძველი შეუცვლია, მაგრამ ძველი კვლავაც ზეიმობს,
აქეთ ლოთი დუქანს ეძებს, იქით კიდევ კინტო სეირნობს.
აივნების ჩუქურთმები, გოგოების კაბის შრიალი,
სილამაზეს თვალს აყოლებ და გეწყება გულის ფრიალი.
მის