თუ ვინმე ატარებ კაცის სახელს, პირველი შენა ხარ მათ შორის.
მთელ სოფელს ეყოფა ბარე ას წელს მარტო შენ რაცა გაქვს ნაშოვნი.
მაგრამ რა, რად გინდა, სული სტირის გული კი საგულეს არ დგება,
ჩაქრება სიცოცხლის ლამპარი და ჩვენი სახელიც გაქრება.
მისამღერი:
რას იზამ, რას იზამ მუხანათი რამეა წუთისოფელი,
ნუ წუხხარ ლამაზო, მოიშორე ნაღველი, მომეცი ხელი.
გაგიგებ, გაგიგებ, სუყველაფერს გაგიგებ, რა გელოდება,
ეგ შენი ნაღველი ღრუბელივით გაქრება, გაიფანტება.
შენა ხარ ყველაზე ბედნიერი ამ გულში ვინ იცის რა ხდება
აგიხდა რაც გსურდა ყველაფერი სულში კი ტკივილი არ ცხრება.
რას გარგებს მინდორში ქარის დევნა ცხოვრება წვალებად არა ღირს
ერთი დრო, ერთი დრო ამ ქვეყნად, არავის შერჩება, არავის.
მისამღერი