(მთაწმინდის მთვარე, დავალ მუდამ)
(ტექსტი: გიორგი ხუხაშვილი, მუსიკა: გიორგი ცაბაძე)
დავალ მუდამ მოხიბლული
შენი თილისმით,
..ვეძებე და ვერსად ვპოვე
მე სხვა თბილისი X2
მოვიარე შორი გზები,
სად არ მაწვიმდა,
.. ვეძებე და ვერსად ვპოვე
მე სხვა მთაწმინდა X2
რაგინდ ფიქრმა გული მძიმედ
გადამინისლოს –
.. მომაგებებ მზეს და იმედს,
ჩემო თბილისო X2
(რომ დაგტოვო ერთი დღითაც,
მომენატრები.
სულში მუდამ შრიალებენ
შენი ჭადრები.)