სად არ მატარა ცხოვრების გზამ, დღეების ქარმა,
ვიარე სადაც შენ არ ხარ, მზის ფერ, ოცნების გაღმა,
ყველა ვარსკვლავი მოვწყვიტე ცას ,შენ დარჩი მარტო,
დღეს,ვიბრუნებ ბავშვობის წლებს...
(მისამღერი)
წვიმა გამიშლის ფრთებს,შენი თვალების ფერს,
შემოდგომის ფერ ოცნებით ვხატავ,
ვხედავ ბავშვობის წლებს და ნაღვლიანად გული ძგერს,
ჩემთან რომ არ ხარ...
წვიმა გამიღებს კარს,ქალაქს შევავლებ თვალს,
შენი ღიმილით სავსეა დილა,
ჩემი ოცნების ქალს, ბავშვური მონატრებით მთვრალს,
გეხები ფრთხილად...
და რას მოგვიტანს მე და შენ დრო ,არავინ იცის,
მახსოვს ცრემლები შენი და სიტყვები, ბავშვური ფიცის,
ის ნაწვიმარი აპრილის გზა, იწყება ისევ და კვლავ,
ჩუმი მონატრებით მკლავ...
(მისამღერი)
ღამის ფიქრებში ნატრულ ხმას და შენ თბილ სუნთქვას ქარი მომიტანს,
მოგონებებში ჩნდები,ფიქრებში გეფერებიი...
(მისამღერი)