წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვლად დაგტოვებსო, ჩაიყვები ვინცო
ცოლ-შვილ გაგყრის და აგარევინებსო
შენთვის თუ უთქვამთ პატარა ქალო?
მე იმ ასაკში არა ვარ ახლა
არც იმ ჩკვაზე ვარ რომ ცოლ-შვილ გავეყარო
მაგრამ შამიჩდა სურვილის მახრა
პატარა გოგო უნდა გაგეყარო
მაგრამ პატარა გოგო თოლებში დაიქრის
მას ჩემი მახრა ფეხებზე ჰკიდია
მაგრამ სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეგ შეახსენებს რომ უკვე დიდია
ისე ჩამაივლის მიწა გასახეთქი
ვითომ ქვეყანაზე მარტო ეგ ერთია
როგორც ხეჭეჭური ქვაზე დასათხლეში
გოგო იგეთია გოგო აგეთია
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვლად დაგტოვებსო, ჩაიყვები ვინცო
ცოლ-შვილ გაგყრის და აგარევინებსო
შენთვის თ უთქვამთ პატარა ქალო?