ცივ გომბორის კალთებიდან ირმის გადასახედი
ჩანს მამულის ნატვრის თვალი დიდებული კახეთი.
ალაზანთან ვენახებში ფერი ელავს ლალისა
საქართველოს მზეს უღიმის ვაზი წინანდალისა.
წინ – წყარო წინ – წყარო ჩამოვიარე
გაუმარჯოს ამ მიწაზე ვინც ხალისობს ვინც ხარობს
ჩქეფს კახური ღვინოები ისე როგორც ცივ - წყარო.
საფიქრალო საოცნებო ნატვრის თვალი სად არის
სხვა კახეთი სად გინახავს სხვა კახეთი სად არის.
წინ – წყარო წინ – წყარო ჩამოვიარე
წინ – წყარო წინ – წყარო ჩამოვიარე.