დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა,
ღამენათევი და ნამთვრალევი
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან.
mis
ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს. 2X
და მაშინ ვიტყვი: აჰა, მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით.
შეხედე, დატკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
-----modulacia-----
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!
mis
დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ცივ სამარეში ჩავესვენები. 2X
proigriSi
ღამენათევი და ნამთვრალევი
ცივ სამარეში ჩავესვენები. 2X
koda
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,