მელიქიშვილის გამზირი
მელიქიშვილის გამზირი ია, ვარდი და ბზა,
უშენოდ ვეღარ გავძელი ჩემო ბავშვობის გზა
2- გზად სტუდენტობა იჩქარის
მძებნელი მზის და გზის,
სად არის ნეტა ის ქალი
ალბათ აკვანთან ზის.
იქნებ რუსთავი არჩია, იქნებ სამგორშიც ქრის
იქნება ისევ ბავშვია, თვალები შერჩა შვლის.
2- და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა,
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.