მატარებელი
მიჰქრის ცხოვრების მატარებელი
და თან მიჰყვება სიცოცხლე ჩვენი
ცხოვრების ხურჯნით აკიდებული
სიბერის კართან მივფრინავ ფრთებით
და რამდენადაც ცოტაა წამი
როგორც მოკლეა წუთის სოფელი
ისევ ბევრია ფიქრი და სევდა
სიხარული კი როსღა მოგველის
მიჰქრის და მიჰქრის მატარებელი
ხან ბნელ გვირაბში ხან კი ლაჟვარდში
ჩვენ კი ვბერდებით და ვიტყვით ბოლოს
რომ ყველაფერი იყო სიზმარში
ჰოდა თუ გვინდა რომ სინანულმა
ამ ჩვენ ზღაპარში არ დაიბუდოს
სიკეთე ვთესოთ ვპოვოთ სიმართლე
რომ როგორც ქუხდეს ისე იწვიმოს
თუ გაჭირვებულს გამოადექი
თუ გაუქარვე დაჩაგრულს სევდა
გიხაროდეს რომ სიკეთე ქმენი
და არ ინანო რომ ესღა შეგრჩა
მიჰქრის და მიჰქრის მატარებელი
ხან ბნელ გვირაბში ხან კი ლაჟვარდში
ჩვენ კი ვბერდებით და ვიტყვით ბოლოს
რომ ყველაფერი იყო სიზმარში