ლექსო.
ლექსო ამოთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემმად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე.
გიმღერენ ჩემებრ სწორენი, ფანდურის ხმაზე ვყვებოდე
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი ჩემო სიტყვაო შენამც პი გაქვეყნდებოდე
სახლო არ დაიშლებოდე ცოლო არ გათხოვდებოდე.
ერთი ესეცა უნდა ვიკითხო ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა
ვინ ჩამოაქცევს ცრემლებსა საქმეს ვინ გაიჭირვებსა.
ამასა ვფიქრობ და გული ამასვე ანამდვილებსა
თუმც ნათესავი და–ძმანი აღარ ისხამენ ღილებსა.
ცოლიც ძალიან მიტირებს ქვეყანას გააკვირვებსა
მეორე დღესა ისიცა სხვისა ჭირს დაალხინებსა.
მე დედის გულში ვიქნები ძილსაც ვერ დაიძინებსა
დედას ვუყვარვართ შვილები დედა არ გვახსოვს შვილებსა.
და მიტომ წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა
დედას ვუყვარვართ შვილები დედა არ გვახსოვს შვილებსა.