ყველა შენ გეტრფის
ყველა შენ გეტრფის ჩემო თბილისო
ქვეყანას შენი ნახვა სწყურია
ულევი ზღვა ხარ სიყვარულისო \
შენში ზამთარიც გაზაფხულია. | 2-ჯერ
შენში ზამთარიც გაზაფხულია. /
ვის არ მოხიბლავს შენი მთაწმინდა
ძველი თბილისი, ძველი იერი
თბილისელი ვარ, თბილისში გავჩნდი \
მეამაყება, ვარ ბედნიერი, | 2-ჯერ
მეამაყება, ვარ ბედნიერი. /
ჩემო თბილისო, ჩემო ლამაზო,
გამშვენებს მთები, გალაღებს მტკვარი,
ისე მიყვარხარ, ვერსად ვერ გავძლებ \
უშენოდ გული მექნება მკვდარი, | 2-ჯერ
უშენოდ გული მექნება მკვდარი. /
მტერის რისხვა ხარ, მოყვრის იმედი
მინდა გიმღერო შენზე ვილოცო,
მეორე დედავ, ჩემო მშობელო, \ 2-ჯერ
მსურს რომ მე შენი ქუჩები ვკოცნო. /