Gogi Dolidze Xmali avlesot qartvelebo минус

00:00 / 03:50
Loading
Скачать
0
5508
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Свойства файла: 3,5 Мб 128 кбит/с
Загружено: 13.01.13
  
ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ,
და სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგემ,
ჩვენ ვაშენებდით ბანას, ზარზმას, გელათს, იყალთოს
და ვმაღლდებოდით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება
და პური შენი არსობისა არის ღვთიური,
ო, საქართველოვ, მოქარგულო ისევ ძარღვებში
და იწურება საღმრთო ქვევრში ალადასტური.
ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი,
უნდა გავთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ,
გადავარჩინოთ საფიცარი თეთრი გელათი.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება,
ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი;
ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი!

Текст добавлен: Elene Khucishvili