1 კუპლეტი
მე ხომ შენი ლანდი ვარ
შენს კვალ და კვალ დავდივარ
შენზე ლოცვით ღამე ნათევი
მისამღერი 2 X
აბა ვის რად ვარგივარ
ცარიელი დარდი ვარ
შენ ხატი ხარ მე კი სანთელი
2 კუპლეტი
მზემაც ვეღარ გამათბო
ღვინომაც ვერ დამათრო
აბა მითხარ რაღამ გამართო
მისამღერი 2 X
გულში შენი სახელი
შემეპარა ნაღველი
შენ ხატი ხარ მე კი სანთელი
3 კუპლეტი
თუ კი სუფრას გამიშლი
ღვინის სმას ნუ დამიშლი
ცარიელი ყანწი რად მინდა
მისამღერი 2 X
თუ ჩემ ნახვას არ იშლი
კოცნას ნუღარ დამიშლი
მარტო შენი ცქერა რად მინდა