ბინდისფერია სოფელი
ბინდისფერია სოფელი,თანდათან უფრო ბინდდება, რა არის ჩვენი სიცოცხლე,ჩიტივით გაგვიფრინდება [x2],
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება. რა არის ჩვენი სიცოცხლე,ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება.
იმასაც მოკლედ უვლია,ვინც გრძლად ეგონა იარა,
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს მიწა,კაცის გულს - დარდი, იარა.
მოვა სიკვდილი უჩინო,ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად,სხვას არა წაუღია რა [x2].
(მოდულაცია)
ლექსო ლექსო ამოგთქომ ოხერო თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე,
მოსთქვამდენ ჩემებრ სწორები,ფანდურის ხმაზე მღეროდნენ,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე,
შენ ჩემო საფლავის ქვავ ცრემლით არ დასველდებოდე,
სახლო არ დაინგრეოდე,ცოლო არ გასთხოვდებოდე.